ტყიბულის სოფელ დაბაძველში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

15:42, 26.09.2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ცეცხლი სავარაუდოს პირუტყვის სადგომში გაჩნდა და საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის დამატებითი ჯგუფების გამოძახება ქუთაისიდან გახდა საჭირო.

ოჯახი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს და სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი