„ტვიტერმა“ უნგრეთის მთავრობის ანგარიში დაბლოკა
„ტვიტერმა“ უნგრეთის მთავრობის ანგარიში დაბლოკა

სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ უნგრეთის მთავრობის ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ანგარიშის მუშაობა ყოველგვარი გაფრთხილების და მიზეზების ახსნის გარეშე შეჩერდა.

უნგრეთის ხელისუფლება „ტვიტერის“ ადმინისტრაციისგან განმარტებას ელოდება.

„ჩანს, მსოფლიო შევიდა მდგომარეობაში, სადაც ტექნოლოგიური გიგანტები აჩუმებენ მათ, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები აქვს“, – აღნიშნა ზოლტან კოვაჩმა.

უნგრეთის მთავრობაში ასევე, აღნიშნავენ, რომ ანგარიშის შეფერხება ევროკომისიის მიერ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით პირველი ანგარიშის გამოქვეყნებამდე მოხდა.