​„ტვიტერში“ დღეიდან კადრების შემცირებები იწყება
​„ტვიტერში“ დღეიდან კადრების შემცირებები იწყება

მიკრობლოგ „ტვიტერში“ დღეიდან კადრების შემცირებები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სოციალური ქსელის თანამშრომლებს სთხოვეს, 4 ნოემბერს ოფისში არ გამოცხადდნენ, რადგანაც კომპანია სამუშაო ძალის შემცირებას იწყება, შემდგომ ინფორმაციას კი, თანამშრომლები ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებენ.

„ტვიტერის“ ხელმძღვანელობა თანამშრომლების შემცირებას „რთულ პროცესს“ უწოდეს, თუმცა აცხადებს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია კომპანიის სამომავლო წარმატებისთვის.

ამერიკული მედიის ცნობით, ტვიტერის ახალი მფლობელი მილიარდერი ილონ მასკი აპირებს, სოციალური ქსელის თანამშრომელთა 50%-ი შეამციროს. ამჟამად, კომპანიაში 7 500 თანამშრომელი მუშაობს.