ილონ მასკი „ტვიტერის“ რებრენდინგს იწყებს
ილონ მასკი „ტვიტერის“ რებრენდინგს იწყებს

ილონ მასკი „ტვიტერის“ რებრენდინგს იწყებს. სოციალური ქსელის ლოგო, ფრინველის ნაცვლად, X-ით ჩანაცვლდება, ხოლო ვებგვერდის მისამართი X.com იქნება.

სოციალური ქსელის სათავო ოფისზე X-ის ლოგო უკვე გამოისახა. მოგვიანებით ინფორმაცია მასკმა სოციალურ ქსელში განათავსა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები „დიდი ხნის წინ უნდა განხორციელებულიყო“. ჯერჯერობით სხვა ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში, ილონ მასკის მიერ „ტვიტერის“ შესყიდვის შემდეგ კომპანიამ სახელი X corp-ით შეიცვალა, რაც მილიარდერის ხედვას ასახავს, შექმნას „სუპერაპლიკაცია“.