სოციალური ქსელი „ტვიტერი“ პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ საკუთარ გვერდზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ დაწერა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელს მსოფლიოში „ტვიტერში“ შევაჩეროთ პოლიტიკური რეკლამა. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური იდეების გავრცელებას დამსახურება უნდა და არა ყიდვა. ინტერნეტში რეკლამას დიდი ძალა გააჩნია და ის ეფექტიანია, თუ ეს არის კომერციული რეკლამა, თუმცა პოლიტიკის შემთხვევაში ის საფრთხის შემცველია, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია ხმებზე ზეგავლენის მოსახდენად, რასაც მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია“, – ნათქვამია კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებაში.
ამავე დროს, ჯეკ დორსი აღნიშნავს, რომ კომპანია არ აპირებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. დორსის თქმით, პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა „ტვიტერში“ 22 ნოემბრიდან შევა ძალაში.