თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა.
ნასყიდაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ არის მსხვერპლიც.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტები „პიკაპის“ ტიპის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.