თურქეთში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს შეზღუდვებთან დაკავშირებით აფრთხილებს
თურქეთში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს შეზღუდვებთან დაკავშირებით აფრთხილებს

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მოქალაქეებს შეზღუდვებთან დაკავშირებით აფრთხილებს.

„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას კი, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის პირველ დეკემბერს, 21:00 საათიდან! ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება!“,- წერს ელჩი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.