ელჩი გიორგი ჯანჯღავა - მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემგზავროთ სტიქიის ზონაში, ქალაქ ადიამანში, მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება
ელჩი გიორგი ჯანჯღავა - მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემგზავროთ სტიქიის ზონაში, ქალაქ ადიამანში, მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ქალაქ ადიამანში გაემგზავრება და ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს.

როგორც ელჩი აცხადებს, მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემგზავროთ სტიქიის ზონაში, ქალაქ ადიამანში, მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება. აუცილებლად მოვინახულებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენს მაშველებს და შეძლებისდაგვარად წამოვიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს ანკარამდე. გვინდა, მცირე წვლილი შევიტანოთ მათი ევაკუაციის საქმეში. ჩვენ დავეხმარეთ ისედაც ძალიან ბევრ მოქალაქეს, წასულიყო საქართველოში ან გადასულიყო ანკარაში, სტამბოლსა და თურქეთის სხვა მეტად დაცულ რაიონებში. ამჟამად ვეცდებით, ევაკუაციის სქემა შევიმუშაოთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. მოგიწოდებთ თქვენ, მოქალაქეებს და მათ ახლობლებს, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე პირადად მე და ჩვენს თანამშრომლებს, რომ მივიღოთ მონაწილეობა მათ უსაფრთხო გადაყვანაში ქვეყნის სხვა რეგიონებში“,- განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა.

ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა 24 ათასზე მეტი ადამიანი.