თურქეთში საქართველოს ელჩი გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საძვალის ფოტოებს ავრცელებს
თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ექსკლუზიურად ერზერუმიდან! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება.
ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს“, – წერს გიორგი ჯანჯღავა „ფეისბუქში“.