თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42 310-მდე გაიზარდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სულ 14 740 ადგილობრივი და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს.
მიწისძვრის ზონაში 300 000-ზე მეტი კარავი და 6000-ზე მეტი კონტეინერია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაგზავნეს.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამანგრეველ მიწისძვრას 7 184 ბიძგი მოჰყვა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდორანის განცხადებით, ახალ კორპუსებს, რომლებსაც ქვეყნის მთავრობა ერთ წელიწადში ააშენებს, პირველი სართულის გარდა, არაუმეტეს სამი-ოთხი სართული ექნება.