თურქეთში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდას აღწევდა. როგორც სეისმოლოგები ამბობენ, სტიქიის ეპიცენტრი საკურორტო ქალაქ ანტალიიდან 123 კილომეტრში მდებარეობდა.

უცხოურ მედიაში დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.