თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 673 ტერორისტი განეიტრალდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში მიმდინარე „მშვიდობის წყაროს“ ოპერაციის ფარგლებში 673 ტერორისტის განეიტრალება შეძლეს.
ანკარა ტერორისტებში ქურთების სახალხო დამცველთა შენაერთებს მოიაზრებს, რომლებსაც მდინარე ევფრატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე კონტროლი ჰქონდათ მოპოვებული.
სამხედრო ოპერაცია თურქეთმა 9 ოქტომბერს წამოიწყო და მის მიზანს წარმოადგენს თურქეთის სამხრეთ საზღვრის მიღმა არსებული ტერიტორიის ქურთებისგან გაწმენდა და ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა. თურქეთის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე ანკარა შეძლებს განასახლოს ოთხ მილიონამდე სირიელი ლტოლვილი.