რუსეთის სამხედრო პოლიციამ სირიაში, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ზონაში პატრულირება დაიწყო
რუსეთის სამხედრო პოლიციამ სირიაში, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ზონაში პატრულირება დაიწყო

რუსეთის სამხედრო პოლიციამ სირიაში, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ზონაში პატრულირება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს რუსმა სამხედრო პოლიციელებმა პირველად განახორციელეს პატრულირება სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დადგენილი მარშრუტით, სოჭში, 22 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციასა და თურქეთის რესპუბლიკას შორია გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად. კოლონის მსვლელობისას გზაზე სირიული დასახლებული პუნქტების მცხოვრებლები რუს სამხედრო პოლიციელებს ესალმებოდნენ“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსი სამხედროები ასევე ქალაქ ქობანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათთან მემორანდუმის შესრულების საკითხი განიხილეს.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმებით, 23 ოქტომბრის შუადღიდან რუსეთის სამხედრო პოლიცია და სირიელი სამხედროები შედიან სირიაში, თურქეთის სასაზღვრო ოპერაციის ზონის მომიჯნავე ტერიტორიაზე, სირიელ ქურთებს კი საზღვრის მიმდებარე 30-კილომეტრიანი ზონის დასატოვებლად დამატებით 150-საათიანი ვადა ეძლევათ, რის შემდეგაც თურქეთისა და რუსეთის სამხედროები ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ.