მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თუ თურქეთ-სირიის საზღვარს ყველა ქურთი მებრძოლი არ დატოვებს, მათ გასვლას თურქეთის არმია აიძულებს
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თუ თურქეთ-სირიის საზღვარს ყველა ქურთი მებრძოლი არ დატოვებს, მათ გასვლას თურქეთის არმია აიძულებს

თურქეთი აცხადებს, რომ თურქეთ-სირიის საზღვარი ყველა ქურთ მებრძოლს არ დაუტოვებია. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. მისივე თქმით, თუ ქურთი მებრძოლების სამხედრო შენაერთები არ დატოვებენ 30 კილომეტრიან ზონას, მაშინ მათ გასვლას თურქეთის არმია აიძულებს.

ჩავუშოღლუს თქმით, ხვალ თურქეთში რუსი სამხედროების დელეგაცია ჩავა და თურქ კოლეგებთან ერთად სასაზღვრო ზონაში პატრულირების საკითხებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს, სოჭში გამართული მოლაპარაკებების შედეგად თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ქურთი მებრძოლების უკან დახევის შემდეგ, სირიისა და თურქეთის საზღვარზე, 10 კილომეტრიან ზონაში, რუსი და თურქი სამხედროები ერთობლივად დაიწყებენ პატრულირებას.