დონალდ ტრამპი – თურქეთ-სირიის საზღვარზე დიდი წარმატება მიღწეულია, ცეცხლი შეწყდა და საბრძოლო მისიები დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თურქეთ-სირიის საზღვართან მოვლენების განვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, საკითხთან დაკავშირებით განცხადებას თეთრი სახლიდან გააკეთებს.
„დიდი წარმატებაა თურქეთ-სირიის საზღვარზე. უსაფრთხო ზონა შექმნილია! ცეცხლი შეწყვეტილია და საბრძოლო მისიები დასრულებულია. ქურთები უსაფრთხოდ არიან და ჩვენთან ერთად ძალიან სასიამოვნოდ იმუშავეს. „ისლამური სახელმწიფოს“ პატიმრები დაკავებული არიან. განცხადებას თეთრი სახლიდან 11:00 საათზე გავაკეთებ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
Big success on the Turkey/Syria Border. Safe Zone created! Ceasefire has held and combat missions have ended. Kurds are safe and have worked very nicely with us. Captured ISIS prisoners secured. I will be making a statement at 11:00 A.M. from the White House. Thank you!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) 23 October 2019