დონალდ ტრამპი - თურქეთ-სირიის საზღვარზე დიდი წარმატება მიღწეულია, ცეცხლი შეწყდა და საბრძოლო მისიები დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თურქეთ-სირიის საზღვართან მოვლენების განვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, საკითხთან დაკავშირებით განცხადებას თეთრი სახლიდან გააკეთებს.
„დიდი წარმატებაა თურქეთ-სირიის საზღვარზე. უსაფრთხო ზონა შექმნილია! ცეცხლი შეწყვეტილია და საბრძოლო მისიები დასრულებულია. ქურთები უსაფრთხოდ არიან და ჩვენთან ერთად ძალიან სასიამოვნოდ იმუშავეს. „ისლამური სახელმწიფოს“ პატიმრები დაკავებული არიან. განცხადებას თეთრი სახლიდან 11:00 საათზე გავაკეთებ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.