თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში მიწისძვრის შემდეგ ძლიერი ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურები. ცეცხლი ერთ-ერთ სახლს უკიდია.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შედეგად დაინგრა რამდენიმე შენობა. დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი. მათგან ორი სტიქიას ელაზიღში ემსხვერპლა.