თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - თურქეთის დაზვერვა შესაძლოა, სირიის ხელისუფლებასთან კონტაქტზე გავიდეს
გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად, თურქეთის დაზვერვა შესაძლოა, სირიის ხელისუფლებასთან კონტაქტზე გავიდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა.
იბრაჰიმ კალინის თქმით, აფრინში ქურთული სამხედრო ჯგუფების დახმარების ნებისმიერი მცდელობა ტერორისტულ აქტად შეფასდება და კანონიერ სამიზნედ ჩაითვლება.
კალინმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი აკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია მისი ეროვნული ინტერესებისთვის.
თურქული მედიის ინფორმაციით, აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 1 700-ზე მეტი ტერორისტი განეიტრალდა.