თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი - უკრაინიდან ხორბლით დატვირთული პირველი ხომალდი სავარაუდოდ პირველ აგვისტოს გავა
თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი - უკრაინიდან ხორბლით დატვირთული პირველი ხომალდი სავარაუდოდ პირველ აგვისტოს გავა

უკრაინიდან ხორბლით დატვირთული პირველი ხომალდი სავარაუდოდ პირველ აგვისტოს გავა,- ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა გააკეთა.

მისივე თქმით, თურქეთი მუდმივად კონტაქტზეა უკრაინულ და რუსულ მხარესთან. როგორც კალინი ამბობს, ოდესის პორტიდან უკრაინული ხორბლით დატვირთული გემები გასასვლელად მზად არიან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული პორტებიდან ხორბლის ექსპორტის განახლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 22 ივლისს ამ საკითხზე თურქეთის და გაერო-ს შუამავლობით კიევსა და მოსკოვს შორის შეთანხმება შედგა. თურქული მხარე ვარაუდობს, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი თურქეთში 3 აგვიტოს ჩავა.