თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მოსკოვს და კიევს ომის მოსაგებად სამხედრო საშუალებები არ აქვთ, თურქეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მოსკოვს და კიევს ომის მოსაგებად სამხედრო საშუალებები არ აქვთ, თურქეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას

მოსკოვს და კიევს ომის მოსაგებად სამხედრო საშუალებები არ აქვთ, თურქეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეომარი მხარეები მზად იყვნენ, დადონ „ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება“ უახლოეს თვეებში, მაგრამ ბრძოლის სასტიკმა საფასურმა შესაძლოა, მალე აიძულოს ისინი, გადახედონ პოზიციებს და მიიღონ ადგილობრივი ზავი საომარი ზონის გარკვეულ ნაწილებში.

„თურქეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ადგილობრივ ცეცხლის შეწყვეტას და მცირე ლოკალიზებულ დეესკალაციას. არცერთი მხარე არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მოიგოს ომი სამხედრო გზით. ერდოღანმა გამოიყენა თავისი კარგი ურთიერთობა მოსკოვთან და კიევთან, რათა შუამავლობით შეეცადოს თითქმის 11-თვიანი ომის დასრულებას. ის, რაც რუსეთს სურს, არის, პატივი სცენ, როგორც მთავარ მოთამაშეს და აიცილოს ნატო თავის მეზობლად. უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას არ აპირებს, მაგრამ მათ რუსეთისგან უსაფრთხოების საკმარისი გარანტიის მიღება სჭირდებათ“, – თქვა იბრაჰიმ კალინმა.