თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ის მხარდაჭერის მქონე სირიელ ქურთ მებრძოლებს აფრთხილებს
თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ის მხარდაჭერის მქონე სირიელ ქურთ მებრძოლებს იმ „თხრილებში დამარხვით ემუქრება, რომლებსაც ისინი თხრიან“.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, აღნიშნული ძალები ქურთების მუშათა პარტიის ერთგვარი გაგრძელებაა, რაც თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ქურთ მებრძოლთა სახალხო თავდაცვის შენაერთები დღეისათვის თურქეთის საზღვრის გასწვრივ, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. მანამდე კი ამავე რეგიონში, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. მათ წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყება პრეზიდენტმა ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა.