ჟოზეფ ბორელი - მაკრონთან დაკავშირებით პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები მიუღებელია, მოვუწოდებთ თურქეთს, კონფრონტაციების სახიფათო ციკლი შეწყვიტოს
ჟოზეფ ბორელი - მაკრონთან დაკავშირებით პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები მიუღებელია, მოვუწოდებთ თურქეთს, კონფრონტაციების სახიფათო ციკლი შეწყვიტოს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი თურქეთის პრეზიდენტის მიერ ემანუელ მაკრონის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მიკრობლოგ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„პრეზიდენტ ემაუელ მაკრონის თაობაზე პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები მიუღებელია. მოვუწოდებთ თურქეთს, რომ კონფრონტაციების ეს სახიფათო ციკლი შეწყვიტოს“, – წერს ბორელი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო, მკურნალობა სჭირდება. საპასუხოდ საფრანგეთმა თურქეთიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.