ტუნისის პირველი დემოკრატიული წესით არჩეული პრეზიდენტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტუნისის პირველი დემოკრატიული წესით არჩეული პრეზიდენტი, ბეჯი კაიდ ესებსი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2011 წელს, ზინე ელ აბიდინე ბენ ალის ჩამოგდების შემდეგ, ესებსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 2014 წელს კი ქვეყნის პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი გახდა. პრემიერ-მინისტრობის დროს, ესებსი მხარს უჭერდა ახალი დემოკრატიული კონსტიტუციის შექმნას და ტუნისი თავისუფალი არჩევნებისთვის მოამზადა. ბეჯი კაიდ ესებსი მონაწილეობდა ძალაუფლების განაწილების ისტორიულ შეთანხმებაში მისი, „ნიდაა ტოუნეს“-ის მოძრაობას და ისლამისტურ პარტია „ენაჰდა“-ს შორის, რამაც ქვეყნის სტაბილურობას შეუწყო ხელი.
კრიტიკოსები ესებსის შვილისთვის ძალაუფლების დინასტიური გადაცემის მცდელობაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ესებსიმ მხარი არ დაუჭირა სიმართლის კომისიას, რომელიც ავტორიტარული მმართველობის მსხვერპლებისთვის სამართლიანობის მიღწევას ცდილობს.