წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ხმების 87.95 პროცენტი მიიღო 
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ხმების 87.95 პროცენტი მიიღო 

ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 12.45 პროცენტი მიიღო, ხოლო “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87.95 პროცენტი.

ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ქუთაისში სულ 124 უბანი, აქედან ერთი სპეც-უბანი #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო გახსნილი.

ქუთაისში სულ 152 546 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.