მამუკა ხაზარაძე - ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, ხმები გაყალბდეს, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის, თქვენი მომავლისთვის გაყალბებული მომავალი
მამუკა ხაზარაძე - ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, ხმები გაყალბდეს, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის, თქვენი მომავლისთვის გაყალბებული მომავალი

ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, ხმები გაყალბდეს, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის, თქვენი მომავლისთვის გაყალბებული მომავალი, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის წევრმა, მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ მხარდამჭერებსა და მედიას მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაიჯერა, რომ ამ ქვეყანაში ცვლილების დრო არის, ვინც მოვიდა არჩევნებზე და მხარი დაუჭირა კოალიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მედიას, რომლებიც არა მარტო დღეს,მთელი დღეების განმავლობაში იცავდნენ თითოეული მოქალაქის ინტერესს და მე წარმომიდგენია ის ადგილები, ნიკამაც თქვა და ხაზს ვუსვამ, სადაც ჩვენი მედიის წარმომადგენლები არ იყვნენ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ტყუილი და მოგვწონს ჩვენ მედია, არ მოგვწონს, კრიტიკულია თუ არ არის კრიტიკული, ერთადერთი ყველაზე ეფექტური საშუალება არის, რომ ჩვენი თვალით დავინახოთ, თუ რა ხდება.

დავინახეთ, თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე, იგივე რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე; იგივე, რაც ხდებოდა იმის წინა არჩევნებზე. ამ ქვეყანაში გაყალბება, ტყუილი უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ. მე და ზურა ვსაუბრობდით, რომ სიტყვა, რომ ხმა დავიცვათ, არის სამარცხვინო სიტყვა 21-ე საუკუნეში. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა იპარავს და შენ უნდა დაიცვა ქურდობისგან.

ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, ვინც ახლა არის საარჩევნო უბნებზე, აი, უკვე ნიკას მოუვიდა ახლა კიდევ ახალი შეტყობინება, რომ კიდევ სამი უბანი დაემატა, სადაც გამარჯვება არის დაფიქსირებული. ამიტომ მივმართავ კომისიის ყველა წევრს, „ოცნებიდან“ ვინც არის მოწოდებული, თქვენ ხართ ამ ქვეყნის შვილები, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, რომ ხმები იყოს გაყალბებული, იმიტომ, რომ ეს არის თქვენი შვილებისთვის, თქვენი მომავლისთვის გაყალბებული მომავალი. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად იყავით ყურადღებით. მოვუწოდებთ ჩვენ დამკვირვებლებს, ჩვენ ახლა გავალთ უბნებზე. ყველას მოვუწოდებთ, რომ არანაირი პროვოკაცია არ უნდა იყოს ჩავლილი, ყველა ის უბანი, რომელსაც შეეცდებიან, რომ გააყალბონ, უნდა იყოს სასწრაფო წესით აღკვეთილი და ჩვენ აქ ვართ, ნებისმიერ ადგილას გავჩნდებით, სადაც საჭიროა.

დღეიდან იწყება შემოტრიალება ამ ქვეყანაში და ეს მოხდება ჩვენი, თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.