წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ხმების 87.95 პროცენტი მიიღო 

09:52, 13.11.2017

ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 12.45 პროცენტი მიიღო, ხოლო “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87.95 პროცენტი.

ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ქუთაისში სულ 124 უბანი, აქედან ერთი სპეც-უბანი #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო გახსნილი.

ქუთაისში სულ 152 546 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

მსგავსი