თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე საკუთარი არჩევანი უცხო ქვეყნებში მყოფმა 1,7 მილიონმა ამომრჩეველმა დააფიქსირა
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე საკუთარი არჩევანი უცხო ქვეყნებში მყოფმა 1,7 მილიონმა ამომრჩეველმა დააფიქსირა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უცხო ქვეყნებში მყოფმა 1,7 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხმის მიცემის პროცესი საზღვარგარეთ განლაგებულ თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე 20 მაისს დაიწყო. ამ ეტაპზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 1 733 940-მა ამომრჩეველმა. ხმის მიცემის პროცესი საზღვარგარეთ განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დღეს დასრულდება, ხოლო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ხმის მიცემა 28 მაისამდე იქნება შესაძლებელი.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.