ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, თბილისში კახა კალაძეს ხმების 55.61 პროცენტი აქვს, ხოლო ნიკანორ მელიას 44.39 პროცენტი

08:25, 31.10.2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იმარჯვებს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს 55.61 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას 44.39 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 768 (99.87%) უბნის მიხედვით.

მსგავსი