ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, თბილისში კახა კალაძეს ხმების 55.61 პროცენტი აქვს, ხოლო ნიკანორ მელიას 44.39 პროცენტი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იმარჯვებს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს 55.61 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას 44.39 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 768 (99.87%) უბნის მიხედვით.