ტროპიკული შტორმის გამო დომინიკის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა
ტროპიკული შტორმის გამო დომინიკის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა.
„ბიბისის“ ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანაპირო ზოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.
ტროპიკულმა შტორმმა ბარბადოსის კუნძულზე ძლიერი წვიმა და ქარი უკვე გამოიწვია, სადაც ასევე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კუნძულზე 36-ზე მეტი დროებითი თავშესაფარია მოწყობილი.
როგორც ქარიშხლების ეროვნული ცენტრში ვარაუდობენ, ტროპიკული შტორმი „დორიანი“ პუერტო რიკოს სამხრეთ ნაწილს დაატყდება თავს. ის ძლიერდება და შესაძლოა, ქარიშხლად გადაიქცეს.