თეთრი სახლი - ოფიციალური მიწვევის შემთხვევაში, ტრამპი მოსკოვში ვიზიტისთვის მზად არის
თეთრი სახლი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ვიზიტისთვის მზად არის, თუ ის ოფიციალურ მიწვევას მიიღებს.
„პრეზიდენტი ტრამპი მზადაა, პრეზიდენტი პუტინი მომავალი წლის დასაწყისში ვაშინგტონში მიიღოს, ასევე მზადაა ეწვიოს მოსკოვს მას შემდეგ, რაც ოფიციალურ მიწვევას მიიღებს“,- განაცხდა თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა.