ტერზა მეი - რუსეთს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მოტივი და შესაძლებლობა ჰქონდა
ბრიტანეთის პრემირ მინისტრი თვლის, რომ რუსეთს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მოტივი და შესაძლებლობა ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ ბირმინგემში გააკეთა.
„ რუსეთს ამის შესაძლებლობა ჰქონდა. ეს იყო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება, რომელიც საბჭოთა კავშირშია შემუშავებული. ის, რაც დიდ ბრიტანეთში მოხდა, შეიძლება მომხდარიყო სხვა ქვეყანაში. ჩვენმა საერთაშორისო მოკავშირეებმა მხარი დაგვიჭირეს და გვეთანხმებიან, რომ პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება “,- განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, ბრიტანეთში მოწამლეს. ორივე მათგანი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.