ტერზა მეი – რუსეთს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მოტივი და შესაძლებლობა ჰქონდა

19:25, 19.03.2018

ბრიტანეთის პრემირ მინისტრი თვლის, რომ რუსეთს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მოტივი და შესაძლებლობა ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ ბირმინგემში გააკეთა.

„ რუსეთს ამის შესაძლებლობა ჰქონდა.  ეს იყო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება, რომელიც საბჭოთა კავშირშია შემუშავებული. ის, რაც დიდ ბრიტანეთში მოხდა, შეიძლება მომხდარიყო სხვა ქვეყანაში. ჩვენმა საერთაშორისო მოკავშირეებმა მხარი დაგვიჭირეს და გვეთანხმებიან, რომ  პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება “,- განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, ბრიტანეთში მოწამლეს. ორივე მათგანი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.

მსგავსი