ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა 29 აგვისტოს გაგრძელდება
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე 29 აგვისტოს, 13:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტულ ცენტრში გაგრძელდება.
„არანაირი სიახლე არ არის. ჩემი დაკითხვა უნდა მომხდარიყო რამდენიმე თვის წინ, თუმცა ახლა გადაწყვიტეს. მე ამას ვუკავშირებ იმას, რომ მოდულის შენობაში მყოფი პირები ცდილობენ მთლიანად გამანდგურონ, რათა არ გაირკვეს სიმართლე. კონკრეტული კითხვები იყო, საიდან იცნობდა თემირლან მაჩალიკაშვილი სხვადასხვა პირს და ასე შემდეგ. დღეს არის მუსულმანებისთვის დიდი დღე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის საფლავზე ვყოფილიყავი, მომიწია ამ მკვლელებთან ერთად ყოფნა“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს.