მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დღეს ისევ დაიბარეს, – ამის შესახებ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.

„როგორც ვიცით, ამ საქმეზე გარკვეული პირების მიმართ უკვე დადგა სასამართლოს განაჩენი. თუმცა საგამოძიებო ორგანომ განმარტა, რომ საქმის რაღაც ნაწილი გამოყოფილია და გარკვეული პირების მიმართ კვლავ მიმდინარეობს გამოძიება. ბატონი მალხაზი სწორედ ამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა ამდენი ხნის შემდგემ მისი დაკითხვა საჭირო. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არის განაჩენი და  საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე კითხვები არ ჰქონდა“,-აცხადებს ადვოკატი.