თერჯოლაში, სოფელ ძევრის მოსახლეობა გზის საფარის დაგებასა და წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგებას ითხოვს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივები გზის საფარის დაგებასა და წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგებას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, წყლის სისტემა ნაწილობრივ გააკეთეს, თუმცა ონკანში ტალახიანი წყალი მოდის, რომელსაც ვერც დასალევად და ვერც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ვერ იყენებენ. მათივე თქმით, გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ გადაადგილება უჭირთ.
სოფლის მოსახლეობას შეხვდა იმერეთის გუბერნატორი და მათ პრობლემებს გაეცნო. შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, სამუშაოები თვის ბოლომდე დაიწყება და აღნიშნულ საკითხს გუბერნატორი პირად კონტროლზე აიყვანს.