კორონავირუსით გარდაცვლილთაგან ერთი თერჯოლაში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილთაგან ერთი თერჯოლაში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებიდან ერთი თერჯოლაში დაფიქსირდა.

კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, 83 წლის ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მდგომარეობა მძიმე იყო.

პაციენტი თერჯოლის მკვიდრი იყო.