თერჯოლის მერიასთან აქცია გაიმართა
თერჯოლის მერიასთან აქცია გაიმართა

თერჯოლის მერიის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები 14 აპრილს დაკავებული 27 წლის ლაშა ბერიძისთვის სამართალდამცველებს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

27 წლის მამაკაცი თერჯოლის რაიონულმა პოლიციამ სოფელ ნახშირღელეში ღამის საათებში დააკავა. მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და 30 მჭიდის უკანონოდ ტარება ედება ბრალად.

დაკავებული ახალგაზრდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრია.

დატოვე კომენტარი