თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით 64 წლის ქალი გარდაიცვალა
თერჯოლაში კლინიკა „თერჯოლამედში“ კორონავირუსით 64 წლის ქალი გარდაიცვალა.
კლინიკის დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, პაციენტი კლინიკაში აჭარიდან ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„პაციენტს ჰქონდა რამდენიმე ქრონიკული დაავადება. მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა სარიშვილმა.