თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით 64 წლის ქალი გარდაიცვალა
თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით 64 წლის ქალი გარდაიცვალა

თერჯოლაში კლინიკა „თერჯოლამედშიკორონავირუსით 64 წლის ქალი გარდაიცვალა.

კლინიკის დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, პაციენტი კლინიკაში აჭარიდან ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„პაციენტს ჰქონდა რამდენიმე ქრონიკული დაავადება. მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა სარიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის დღეს 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 329 პაციენტი.  ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 102-ს შეადგენს.