ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი რვა პაციენტიდან ერთი თერჯოლაში მკურნალობდა

14:19, 18.10.2020

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი რვა პაციენტიდან ერთი თერჯოლაში მკურნალობდა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორ დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვალება დღეს დილით დაფიქსირდა.

„გარდაცვლილია 71 წლის ქალი. ის კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შემოიყვანეს. მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა“, – განაცხადა სარიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით სულ 136 პაციენტია გარდაცვლილი.

მსგავსი