ტერეზა მეი - პარლამენტის მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების ჩაშლა ბრიტანეთის დემოკრატიისთვის კატასტროფა იქნება
პარლამენტის მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების ჩაშლა ბრიტანეთის დემოკრატიისთვის კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა,ტერეზა მეიმ განაცხადა.
ტერეზა მეის თქმით, დეპუტატებმა იმედი არ უნდა გაუცრუონ მოსახლეობას, რომლებმაც 2016 წელს ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
„პარლამენტის მიმართ ჩემი გზავნილი მარტივია: დროა დავივიწყოთ თამაშები და გავაკეთოთ, რაც სწორია ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა მეიმ.
Reuters-ი წერს, რომ 15 იანვარს დაგეგმილ კენჭისყრაზე, ბრიტანელი დეპუტატები პრემიერ-მინისტრის გეგმას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერენ.
ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის, ჯერემი კორბინის განცხადებით, შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვება კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება და მისი პარტია მსგავსი შედეგის პრევენციისთვის ყველაფერს გააკეთებს.