გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდება
გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდება

გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდება.

მომავალი პრემიერის ვინაობა „კონსერვატიული პარტიის“ სხდომაზე დაასახელეს. ის ოფიციალურად თანამდებობას ხვალიდან დაიკავებს, მას შემდეგ რაც ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან აუდიენციას გამართავს.

მომავალი პრემიერის გამოსავლენად „კონსერვატიული პარტიის“ 160 ათასამდე წევრმა საბოლოო არჩევანი  საგარეო საქმეთა მოქმედ და ყოფილ მინისტრებს, ჯერემი ჰანტსა და ბორის ჯონსონს შორის გააკეთა.

დღეს პრემიერ-მინისტრის რანგში ტერეზა მეიმ , მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომა გამართა. ხვალ კი, დედოფალთან გადადგომის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებამდე, თემთა პალატაში ანგარიშის ჩასაბარებლად ბოლოჯერ წარდგება. ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განცხადება 24 მაისს გააკეთა.