თბილისში, თემქაზე ორი ავტომანქანა დაიწვა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მანქანები პარკინგზე იდგნენ. მათი თქმით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. პარკინგზე მდგარ მანქანებზე ცეცხლი აღარ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.