ვახტანგ გომელაური - საქართველოში დღეს რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა, 2011 წელთან შედარებით, თითქმის მილიონით არის გაზრდილი, აქედან გამომდინარე იმატებს ავარიებიც
ვახტანგ გომელაური - საქართველოში დღეს რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა, 2011 წელთან შედარებით, თითქმის მილიონით არის გაზრდილი, აქედან გამომდინარე იმატებს ავარიებიც

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა, თუმცა ასევე თითქმის მილიონით არის გაზრდილი ავტომობილების რაოდენობაც.

ამის შესახებ შს მინისტრმა პარლამენტში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევების 12 ფაქტით მეტი გარდაცვალება იყო, ვიდრე 2022 წელს. 2008 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო 630 ათასი, 2011 წელს – 785 ათასი, დღეს საქართველოში რეგისტრირებული არის მილიონ 711 ათასი მანქანა. თითქმის მილიონით არის გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა. ასევე, მოტოტექნიკა არის ავარიის ერთ-ერთი მიზეზი, როცა გარდაცვალებით მთავრდება შემთხვევა. 2011 წელს იყო 3 100 მოტოტექნიკა, დღეს დარეგისტრირებულია 33 552. ცუდია, რომ გარდაცვალების რიცხვი გაიზარდა, თუმცა მანქანების რაოდენობაც არის გაზრდილი. მანქანებმა ძალიან მოიმატა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ხდება საცობებიც და ავარიებიც იმატებს“, – განაცხადა მინისტრმა.