ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ნორმები მკაცრდება
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ნორმები მკაცრდება

ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ნორმები მკაცრდება.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სავალდებულო ხდება: ცეცხლსაქრობის, გამაფრთხილებელი სამკუთხედისა და პირველადი დახმარების სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ვიზუალური შემოწმება.

ასევე, ხმაურის ჩამხშობი სისტემის სუბიექტური შეფასება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემმოწმებელი მიიჩნევს, რომ ხმაურის დონე შესაძლებელია აღემატებოდეს დასაშვებ ზღვრებს, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია ჩატარდეს ინსპექტირება ხმაურზე, ხმაურის საზომი ხელსაწყოს გამოყენებით).

ამასთან, იცვლება გამონაბოლქვის ნორმებიც. ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი – ნორმა: თავისუფალ ბრუნზე 0.5% და დატვირთულ ბრუნზე (არანაკლებ 2000 ბრუნისა) 0.3%.

რეგლამენტში ცვლილებების ამოქმედების ვადად 2022 პირველი იანვარია განსაზღვრული, თუმცა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, საკითხი ამჟამად გადახედვის ეტაპზეა და შესაძლებელია, რეგლამენტით განსაზღვრული ცვლილებები დროებით გადავადდეს.