ძლიერმა ქარმა ვაჟა-ფშაველაზე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების ავტომობილები დააზიანა
ძლიერმა ქარმა ვაჟა-ფშაველაზე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების ავტომობილები დააზიანა

ძლიერმა ქარმა ვაჟა-ფშაველაზე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების ავტომობილები დააზიანა, დაზიანებულია რვა ავტომობილი. კედლის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერმა ქარმა ვაჟა-ფშაველაზე იმ კორპუსის კედელი ჩამოშალა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, წლების წინ „ცენტრ პოინტი“ აშენებდა. მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ კორპუსს დაახლოებით ორი წლის განმავლობაში უტარდებოდა დემონტაჟი, დემონტაჟის განმახორციელებელი კომპანიები კი პერიოდულად იცვლებოდნენ.

ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ქარიან ამინდში სხვა დროსაც ხშირად იყო სამშენებლო მასალის ცვენის ეპიზოდები, თუმცა ასეთი მასშტაბური აქამდე არ ყოფილა.

ადგილობრივების თქმით, არცერთი მანქანა დაზღვეული არ იყო.