თემქაზე ორი ავტომანქანა დაიწვა
თემქაზე ორი ავტომანქანა დაიწვა

თბილისში, თემქაზე ორი ავტომანქანა დაიწვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მანქანები პარკინგზე იდგნენ. მათი თქმით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ​პარკინგზე მდგარ მანქანებზე ცეცხლი აღარ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.