„ტელესკოლამ“ ახალი სეზონი დაიწყო

სასწავლო პროცესის პარალელურად, ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო „ტელესკოლამ“. როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის დაგეგმილია ახალი პროექტები.

ეთერში გავა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გაკვეთილი. „ტელესკოლა“ მაყურებელს ასევე შესთავაზებს ჟესტური ენის გაკვეთილებს და პროექტს „ინგლისური ყველას“.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, „ტელესკოლა“ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ ცოდნას მისცემს.