ტელეკომპანია „იმედმა“, ასევე ჰოლდინგში შემავალმა „მაესტრომ” და GDS-მა სერვერებზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ მაუწყებლობა განაახლეს
ტელეკომპანია „იმედმა“, ასევე ჰოლდინგში შემავალმა „მაესტრომ” და GDS-მა სერვერებზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ მაუწყებლობა განაახლეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„სერვერებზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და ტელეკომპანია „იმედმა“ და „იმედის“ ჰოლდინგში შემავალმა „მაესტრომ“ და GDS-მა მაუწყებლობა განაახლა.
სერვერების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტექნიკური სამსახური შეფერხების გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.
ტელეკომპანია „იმედის“ და „იმედის” ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა“ და GDS-ის მაუწყებლობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ამ პერიოდში შეფერხებით მუშაობდა ვებგვერდი imedinews.ge. ბოდიშს ვუხდით ტელემაყურებლებს და ვებგვერდის მომხმარებლებს შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებაში.